მთავარი ჩვენს შესახებ მომსახურება კვლევები უკუკავშირი

კაბინეტური კვლევა - დასახელება ლაპარაკობს თავის თავზე. კრეფა მეორადი ინფორმაციის კაბინეტიდან გაუსვლელად. ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს ინტერნეტი, პრესა და ა.შ. ამ მეთოდის პლიუსი არის ის, რომ უნდა მინიმალური თანხის ჩადება და ცოტა დრო.

ხარისხიანი კვლევა - აძლევს მკვლევარს ინფორმაციას მოტივების შესახებ, დარწმუნება თავის დამოკიდებულებაში იმ საკითხებთან, რომლის მიმართ ატარებს კვლევას. ასეთ ინფორმაციას იძლევა ღრმა ინტერვიუების ჩატარება, ფოკუს-ჯგუფები, ექსპერტული შეკითხვები.

რაოდენობითი კვლევა - ინფორმაცია დაკავშირებული რიცხობრივ მონაცემებთან. პასუხობს კითხვებზე: რამდენი? რამდენჯერ? და ა.შ. მიღებული ინფორმაცია გამოიხატება ციფრებში.

კვლევის ტიპი:

-ბაზრის შესაძლებლობის ღირებულება

-შემუშავება და ტესტირება კონცეფციის;

-ბაზრის სეგმენტაცია-პოზიცირება;

-მიზნობრივი ჯგუფების პოვნა;

-შემუშავება და ტესტირება ახალი პროდუქტების;

-მარკის და/ან ბრენდის ღირებულების განსაზღვრა;

-შემუშავება რეკლამური სტრატეგიის და კომპანიის;

-რეკლამური კომპანიის ეფექტურობის დასკვნა;

-მომხმარებლის სურვილის მოტივაციის და მოლოდინის დასკვნა;

-კლიენტის და მომხმარებლის დაკმაყოფილების დასკვნა

-ხარისხის კონტროლი ხარისხიანი კვლევის ჩატარების დროს. ხარისხის კონტროლი ყველა პარამეტრებით, რომელიც აკმაყოფილებს ESOMAR სტანდარტებს;

-შემოწმება 15 % ინტერვალით ტელეფონით ან პირადად;

-შეცდომის თვალთვალი ყოველი ინტერვიუერთან

-ყოველი კვლევის დაწყებისას ტარდება ტრენინგი და ტესტირება ყოველი ინტერვიუერის

-კვლევის ჩატარების დროს მიმდინარეობს კონტროლი სამუშაოს ჩატარებისას

-ინტერვიუ და გამოკითხვა ტარდება გამოცდილი სუპერვაიზერების ხელმძღვანელობით;

-ყოველ ინტერვიუს აქვს პირადი საქმე ყოველ განხორციელებულ კვლევაზე, სადაც არის დაფიქსირებული ყველა შეცდომა, ხარისხი და პროფესიონალიზმის დონე, რიცხვი და ხარისხი შევსებული სამუშაოსი და ა.შ.

მეთოდიკა

კაბინეტური კვლევა - დასახელება ლაპარაკობს თავის თავზე. კრეფა მეორადი ინფორმაციის კაბინეტიდან გაუსვლელად. ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს ინტერნეტი, პრესა და ა.შ. ამ მეთოდის პლიუსი არის ის, რომ უნდა მინიმალური თანხის ჩადება და ცოტა დრო.შედარება ანალოგიურ ბაზრებთან. ხანდახან ბაზრის შესაძლებლობა შეიძლება გამოვიკვლიოთ ანალოგიური ბაზრის მონაცემების დამუშავებით, რომლებსაც აქვთ მსგავსი სტრუქტურა და ზრდის ტემპი.

პანელური კვლევა- ყველაზე სწორი ინფორმაცია მომხმარებლის ბაზრის შესაძლებლობებზე. FMCG შეგვიძლია მივიღოთ ხანდახან მარტო მომხმარებლის პანელის გამოყენებით, რომელიც ამ ინფორმაციას გვაძლევს დინამიკაში .

ხარისხიანი კვლევა - აძლევს მკვლევარს ინფორმაციას მოტივების შესახებ, დარწმუნება თავის დამოკიდებულებაში იმ საკითხებთან, რომლის მიმართ ატარებს კვლევას. ასეთ ინფორმაციას იძლევა ღრმა ინტერვიუების ჩატარება, ფოკუს-ჯგუფები, ექსპერტული შეკითხვები.

რაოდენობითი კვლევა - ინფორმაცია დაკავშირებული რიცხობრივ მონაცემებთან. პასუხობს კითხვებზე: რამდენი? რამდენჯერ? და ა.შ. მიღებული ინფორმაცია გამოიხატება ციფრებში.

მინდვრის კვლევა.მინდვრის კვლევისთვის მუშავდება კვლევითი პროგრამა (რომელიც შეიცავს დაკვირვებას, ფოკუს-ჯგუფის ჩატარებას, გამოკითხვას, ღრმა ინტერვიუ და ა.შ.). მიღებული ემპირიული შედეგები ექვემდებარება დამუშავებას, დგინდება ფაქტორიული, კორელიაციურ-რეგრესიული, მატრიცული ან სხვა სახის ანალიზი. შედეგები წარმოდგენილია დიაგრამის, სქემის, ცხრილის და სხვა სახით და თან ერთვის დასკვნა და რეკომენდაციები.

მონიტორინგის ჩატარებისას კვოტა გამოითვლება კვარტალური კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ტარდება შემდეგი მიმართულებებით:

-მომსახურების/საქონლის მოხმარება;

-მედია უპირატესობა;

-მომხმარებლის მოლოდინი და უპირატესობა მონაცემების შეგროვება

-პირადი ინტერვიუ;

-სახლის;

-სპეციალურად მოწყობილ შენობებში;

-მაღაზიებში;

-გამოფენებზე;

-გასართობ და სავაჭრო ცენტრებში;

-ინტერვიუ ტელეფონით;

-ექსპერტული ინტერვიუ/ინტ. კომპანიის ხელმძღვანელთან

-გარე გამოკითხვა, გამოკითხვა ფოსტით;

-ინტერნეტ გამოკითხვა.

ბიზნეს-გეგმა -  პრაქტიკულად ყველა კომპანია ერთხელ მაინც ადგენს ბიზნეს-გეგმას. უმეტესად ეს კეთდება მაშინ, როცა კომპანიას უნდა რომ მოიზიდოს ინვესტიციები. მაგრამ ძალიან ხშირად ეს მცდელობები არის წარუმატებელი. გვეყოფა დაყრდნობა არასტაბილურ საინვესტიციო კლიმატზე. პირველ რიგში ამ საინვესტიციო კლიმატშიც ზოგიერთს ეძლევა საშუალება გამოიყენოს თავისი ბიზნესის განვითარებისთვის სხვისი ფული, მეორე რიგში ბიზნეს-დაგეგმა არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საინვესტიციო კლიმატის, თანაც ეს საკითხი შედის ყოველი ცალკეული კომპანიის ხელმძღვანელის კომპეტენციაში.ბიზნეს-გეგმა ეს არის ზუსტი, მკაფიოდ სტრუქტურირებული და გულდასმით მომზადებული დოკუმენტი, სადაც აღწერილია ის მიზნები და ამოცანები, რომელიც უნდა გადაჭრას კომპანიამ. აქ აგრეთვე აღწერილია საშუალებები მიზნის მისაღწევად და ტექნიკურ-ეკონომიური მაჩვენებლები პროექტის განსახორციელებლად. იგი შეიცავს მიმდინარე მომენტის შეფასებას, პროექტის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ანალიზს ბაზრისას და ინფორმაციას საქონლის ან მომსახურების მომხმარებელთა შესახებ.ბიზნეს-გეგმა გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ პროექტის სიცოცხლისუნარიანობა, შეიცავს ორიენტირებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროექტი (კომპანია). ბიზნეს-გეგმა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი რათა მივიღოთ გარე ინვესტორებისაგან ფინანსური მხარდაჭერა.ბიზნეს-გეგმის შემადგენლობა და მისი დეტალიზაციის ხარისხი დამოკიდებულია მომავალი პროექტის სიდიდეზე და იმ სფეროზე, რომელსაც იგი მიეკუთვნება.

ფინანსური გეგმა შედგება:

1. ინვესტიციური შესაძლებლობების ანალიზისა და იმ ფინანსური შესაძლებლობისაგან, რომელსაც ფლობს კომპანია;

2. პროგნოზირება მიმდინარე გადაწყვეტილებების შედეგებისა, რათა განისაზღვროს კავშირი მიმდინარე და მომავალ გადაწყვეტილებებს შორის;

3. განსაზღვრული ვარიანტის არჩევის დასაბუთება სხვა შესაძლებელ ვარიანტთა შორის;

4. კომპანიის მიერ მიღებული შედეგების შეფასება და შედარება იმ მიზნებთან, რომელიც დადგენილი იყო ფინანსური გეგმით.

ფინანსური დაგეგმის შედეგი არის ფინანსური გეგმის შედგენა. ფინანსური დაგეგმა აუცილებელია იმიტომ, რომ ინვესტიციური და ფინანსური გადაწყვეტილებები ობიექტურად დაკავშირებულია ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება მათი მიღება ცალცალკე. ფინანსური დაგეგმა გვაძლევს საშუალებას დავსახოთ როგორც კონკრეტული მიზნები, რომელიც ემსახურება მენეჯერთა მომსახურების მოტივაციას, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას დავადგინოთ მათი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი.

არსებობს ფინანსური დაგეგმის 3 ძირითადი პირობა:

-პროგნოზირება;

-ოპტიმალური ფინანსური გეგმის მოძიება;

-ფინანსური გეგმის განხორციელების კონტროლი.

ამგვარად, ფინანსური დაგეგმის პროდუქტია - ფინანსური გეგმა, რომელიც აღწერს კომპანიის ფინანსურ სტრატეგიას და განსაზღვრავს მის შედეგებს ფინანსური აღრიცხვის პროგნოზ-ფორმების დახმარებით:

მოგების შედეგი,

შედეგი გამოყენებული კაპიტალის წყაროსი.

გეგმაში ფორმულირებულია ფინანსური მიზნები და კომპანიის მოღვაწეობის შეფასების კრიტერიუმები. გეგმა გვაძლევს არჩეული სტრატეგიის დასაბუთებას და ახსნას იმისას, თუ როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

მმართველი კონსალტინგი არის - კონკრეტული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, სხვადასხვა მმართველი სქემის შემუშავება და განხორციელება . ამ პროცესის განხორციელებისას ხდება სწავლა მენეჯერების, ერთდროულად მუშავდება და ხორციელდება მმართველი მეთოდიკები, სქემები და რეგლამენტი. მმართველი კონსალტინგი ძალიან საჭიროა ისეთ სფეროში, როგორიცაა: ორგანიზაციული სტრუქტურა, ბიზნეს-პროცესი, პერსონალის მართვა, ფინანსური სტრუქტურა, მარკეტინგი, მმართველი აღრიცხვა, ბიუჯეტირება.

 ფინანსური ანალიზი არის ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება და ფინანსური მონაცემების აღრიცხვის მეთოდი. ეს ხდება იმ მონაცემების და დახასიათების გამოვლენით, რომელიც საჭიროა მმართველი გადაწყვეტილების მიღებისას.ხშირად ანალიზი უკეთდება ფინანსურ აღრიცხვიანობას, რომელიც შედგება: ბალანსიდან, მოგებისა და წაგების აღრიცხვისაგან, ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვისაგან.ფინანსური ანალიზი შედგება შემდეგი ნაწილებიდან:

-ერთობლივი მონაცემები საწარმოსა და დარგებს შორის;

-საწარმოს ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი;

-რაოდენობითი ფინანსური ანალიზი;

-საბოლოო შეფასება და დასკვნები.

     
კვლევებიხარისხობრივი კვლევებირაოდენობრივი კვლევებიტერმინების მოკლე ლექსიკონიფინანსური ანალიზიმართვის კონსალტინგიფინანსური დაგეგმარებაბიზნეს დაგეგმარებაიურიდიული მომსახურებაბუღალტრული მომსახურებაკაბინეტის კვლევები

ძებნა
სიახლეების გამოწერა

     
მთავარი ჩვენს შესახებ მომსახურება კვლევები უკუკავშირი საიტის რუკა
© NP Consulting 2006. All Rights Reserved Created by EPD